top of page

მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს

ეროვნული სარეიტინგო სისტემა

1.          ქულების დარიცხვა ხდება კალენდრით დადგენილი ოფიციალური ტურნირების შესაბამის კატეგორიებში  მიღწეული შედეგის მიხედვით ე.წ. POSITION BASE სისტემით მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ რეკომენდირებული სისტემის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ასაკობრივ კატეგორიას და მონაწილეთა რაოდენობას, სპეციალური ცხრილის შესაბამისად.

2.          სარეიტინგო ქულები განისაზღვრება ვაჟთა და  გოგონათა შორის შემდეგ კატეგორიებში:  აბსოლუტური,  U19, U17, U15, U13, U11.

3.          თუკი სპორტსმენი ერთი ტურნირის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა კატეგორიებში, მას ქულები ერიცხება თითოეულ ამ კატეგორიაში მიღწეული შედეგების მიხედვით.  

4.              წლის დასაწყისში თითოეულ მონაწილეს აქვს მხოლოდ წინა წლის შედეგების მიხედვით დაგროვებული სარეიტინგო ქულები.

5.              ყოველი ჩატარებული ტურნირის შემდეგ, ამ ტურნირში მიღებული ქულებით იცვლები წინა წლის შესაბამის  ტურნირში   მიღებული ქულები.

6.              თითოეული მონაწილის  საბოლოო  ქულა მოცემულ კატეგორიაში განისაზღვრება  მის მიერ ჩატარებული ტურნირებიდან სამი (თუ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ტურნირების რაოდენობა არ აღემატება სამს,  მაშინ - ორი) საუკეთესო შედეგის  ჯამით.

7.              ლიგის ტურნირებიდან (სუპერი, ედვენსი, ქალთა უმაღლესი) მონაწილეს ეროვნულ რეიტინგების სისტემაში დაემატება წლის განმავლობაში სამი საუკეთესო შედეგის საშუალო არითმეტიკული, ამასთან გოგონებისთვის ხდება არჩევა ქალთა უმაღლესი ლიგისა და შერეული ლიგის ქულებიდან უფრო მეტის.

8.              შიდა ტურნირებზე ქულები იძლევა მხოლოდ ღია პირველობებზე, რომლებში მონაწილეობას უნდა იღებდნენ არანაკლებ 4 რეგიონის წარმომადგენლები.

9.              საერთაშორისო ტურნირებზე, რომლებიც იძლევიან ჩასათვლელ ქულებს ITTF სარეიტინგო სისტემაში, შიდა ქულები არ იძლევა.

 

10.          შიდა ტურნირებზე ახალგაზრდული რეტინგების ქულებზე მოქმედებს შემდეგი კოეფიციენტები:

v საქართველოს პირველობა, ჩემპიონატი - 2;

v საერთაშორისო ტურნირები, რომლებიც არ იძლევა ჩასათვლელ ქულებს ITTF სარეიტინგო სისტემაში  და რომლებშიც მონაწილეობს არანაკლებ 4 ქვეყნის წარმომადგენლები          -  1.5

v ყველა დანარჩენი ტურნირი         - 1

რეიტინგული ქულების დარიცხვის ცხრილი
POSITION BASE - შედეგის მიხედვით

ახალი ეროვნული რეიტინგების სისტემა.jpg
ლიგის რეიტინგები

მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ ლიგებში  

სარეიტინგო ქულების დარიცხვის სისტემა

დებულება

 

მაგიდის ჩოგბურთის ლიგების გაერთიანების მონაწილეთა  

სარეიტინგო სისტემის შესახებ

ქ. თბილისი, 2023

  1. მიზნები და ამოცანები

 

მაგიდის ჩოგბურთის ლიგების გაერთიანებაში შემავალი სპორტსმენების სარეიტინგო სისტემის შექმნის მიზანია შეფასდეს ლიგის თითოეული მოთამაშის თამაშის დონე,  უზრუნველყოფილ იქნას თითოეულ ლიგაში დაახლოებით ერთნაირი სიძლიერის  სპორტსმენების მონაწილეობა,   რითაც მიიღწევა კონკურენციის გაზრდა და ტურნირების დაძაბულ ორთაბრძოლებში ჩატარება.

სისტემა შედგენილია ITTF სარეიტინგო სისტემების საფუძველზე.

2. სარეიტინგო ქულების დარიცხვა

1.     მაგიდის ჩოგბურთის ლიგების გაერთიანება მოიცავს 5 შერეულ ლიგას: სუპერლიგა, ედვენსი, მედიუმი, სტარტინგი, მოყვარულთა და ორ გოგონათა ლიგას: უმაღლესი და მოყვარულთა.

2.     წლის დასაწყისში თითოეულ მონაწილეს აქვს წინა წლის შედეგების მიხედვით დაგროვებული სარეიტინგო ქულები.

3.     წლის  განმავლობაში ყველა  ლიგაში ტარდება 5 ტურნირი.

4.     თითოეული მონაწილის  ჯამური ქულა განისაზღვრება 5 ტურნირიდან სამი საუკეთესო შედეგის მქონეთა ჯამით.

5.     ყოველი ჩატარებული ტურნირის შემდეგ, მონაწილე იღებს სპეციალური სისტემით განსაღვრული რაოდენობის ქულებს ნაჩვენები შედეგის  შესაბამისად.

6.     ტურნირის ჩატარების შემდეგ, ამ ტურნირში მიღებული ქულებით იცვლები წინა წლის შესაბამის  ტურნირში   მიღებული ქულები.

7.     მონაწილეები ასპარეზობენ თავიანთი დაგროვებული ჯამური ქულების შესაბამის ლიგაში და ლიგებს შორის გადაადგილებაც ხდება ამ ქულების შესაბამისად.

8.     მონაწილეები, რომლებიც ჯგუფში დაიკავებენ უკანასკნელ ადგილს, ქულებს არ მიიღებენ, თუმცა  მათ მონაწილეობისათვის დაემატებათ 5 ქულა.  ტურნირის გამოტოვებისას მონაწილეები  ქულას არ იღებენ.

9.     მოყვარულთა ლიგებში ქულები დაერიცხებათ  მხოლოდ გამარჯვებულებს. ისინი  შემდეგი ლიგის საგზურთან ერთად მიიღებენ 10 სარეიტინგო ქულას.

10.  მონაწილე, რომელსაც 5 ტურნირიდან 3 გამოტოვება ექნება, ძირითადი  სიიდან ამოიშლება და გადაინაცვლებს დამატებით სიაში, სადაც მას წლის ბოლომდე შეენახება ქულები.

11. თუ მონაწილე აცდენს ლიგის ტურნირს ფედერაციის სხვა ტურნირის ან ეროვნული ნაკრების შეკრების  გამო, მას ამ ტურნირში აღებული წინა ქულა უნარჩუნდება.

12.  ყოველი ტურნირის შემდეგ ზედა ლიგაში გადადის ჩემპიონი და საუკეთესო რეიტინგის მქონე ორი  სხვა მონაწილე.

13.  ყოველი ტურნირის შემდეგ ქვედა ლიგაში გადადის იმდენი მონაწილე, რომ ლიგაში დარჩეს 25 (სუპერლიგა) ან 40 (სხვა ლიგები).

14.  ლიგების  რეიტინგების ცვლილება ხდება მხოლოდ ლიგის ტურნირების შედეგების მიხედვით, არც ერთი სხვა ტურნირი დამატებით ქულებს არ იძლევა.

15.  ლიგების გაერთიანების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია სპორტსმენი, რომელიც  არ არის  სარეიტინგო სიაში, მაგრამ რომლის შესაძლებლობებიც დადგენილია, პირდაპირ იქნას შეყვანილი ლიგაში, რომელიც ამ შესაძლებლობებს შეესაბამება.

16.  ლიგებში შესაძლებელია უცხო ქვეყნის  მოქალაქეთა მონაწილეობაც, თუ მათ გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის უფლება.

17.  ლიგებში  სარეიტინგო ქულების დარიცხვის ცხრილი:

ლიგების რეიტინგული ქულები.jpg
bottom of page