top of page
Club

საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია

 

გრანდ-სლემის ტურნირი

 

დებულება

 

 

თბილისი

 

2023 წელი

 

მუხლი 1. მიზნები და ამოცანები

მაგიდის ჩოგბურთში გრანდ სლემის ტურნირების დანიშნულებაა  მათში საუკეთესო სპორტსმენების   მონაწილეობის და შესაბამისად სანახაობრივი მხარის  ამაღლების გზით, აგრეთვე მედია საშუალებების გამოყენებით,  ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.

მუხლი 2. გრანდ-სლემის ტურნირს ატარებს მაგიდის ჩოგბურთის ლიგების გაერთიანება მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით.

მუხლი 3.  გათამაშების ჩატარების დრო და ადგილი

ტურნირები ტარდება წინასწარ გამოცხადებულ დროში. ჩატარების ადგილებია: სპორტკომპლექსი არენა ან სპორტკომპლექსი "განთიადი".  

მუხლი4.  გათამაშების ჩატარების სისტემა და პირობები:

  1. წლის განმავლობაში იმართება 4 შესარჩევი ტურნირი, რომელთა შედეგების მიხედვით სპორტსმენები აგროვებენ ქულებს სპეციალური ცხრილის მიხედვით.  შედეგად 12 საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენს  ემატება    ქალთა უმაღლეს ლიგაში 4 საუკეთესო რეიტინგის მქონე გოგონა  და   16 მონაწილე   იასპარეზებს შემაჯამებელ ტურნირში.

  2. შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობა ხდება მხოლოდ მიწვევით. მიწვევას იღებს  მოცემულ მომენტში სუპერლიგის   16 ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე  სპორტსმენი. 

  3. თუ ტოპ-16 დან რომელიმე მონაწილე ტოვებს ტურნირს მის ადგილს იკავებს რეიტინგით შემდეგი მონაწილე.

  4. ტურნირის ჩატარების წინასწარ გამოცხადებულ დღეს: რეგისტრაცია 10:30 დან,   დასაწყისი 11:00. 

  5. პირველ ეტაპზე მონაწილეეები  იყოფიან  ჯგუფად.  ჯგუფების შევსება ხდება მონაწილეთა რეიტინგის კლების მიხედვით ზიგზაგისებრად.

  6. ჯგუფებში თამაშები მიმდინარეობს  წრიული სისტემით.

  7. თამაში გრძელდება რომელიმე მონაწილის მიერ 3 პარტიის მოგებამდე. 

  8. ტურნირის ოფიციალური ბურთია: Butterfly   ITTF Approved three star ball A40+.

  9. ჯგუფში ადგილების დაკავება ხდება  მეტი მოპოვებული ქულის მიხედვით,  1 გამარჯვება = 1 ქულას. 

  10. ორი მონაწილის მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება     პირად შეხვედრას.

  11. თუ თანაბარი ქულები ორზე მეტ მონაწილეს ექნება:

    1. უპირატესობა მიენიჭება პარტიების  თანაფარდობით ამ მონაწილეებს შორის შეხვედრებით, ამასთან მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ სხვაობას (4:6 = 5:7); 

    2. თუ   მონაწილეებს ერთნაირი ბალანსი აქვს, მაშინ უპირატესობა მიეცემა უფრო მაღალი რეიტინგის მქონეს.

  12. შესარჩევ ტურნირებზე:

    1. ჯგუფურ ეტაპის დასრულების შემდეგ ნაჩვენები  შედეგების მიხედვით 8 საუკეთესო (ჯგუფში 1-2 ადგილები) აგრძელებს ასპარეზობას მეორე ეტაპის ზედა საფეხურზე და გამოავლენენ 1-8 ადგილებს. 

    2.  ჯგუფებში 3-4 ადგილზე გასულები ასპარეზობას აგრძელებენ მეორე ეტაპის ქვედა საფეხურზე და გამოავლენენ 9-16 ადგილებს. 

  13. ყოველი ტურნირის  შემდეგ ყველა მონაწილე ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით მიიღებს თავისი შედეგის შესაბამის ქულას.   

  14. შესარჩევი ტურნირების ჩატარების შემდეგ ჯამდება მონაწილეთა მიერ  მიღებული ქულების ჯამი  და 12 საუკეთესო სპორტსმენი, რომელთაც დაემატება ქალთა უმაღლესი ლიგის 4 საუკეთესო რეიტინგის მქონე გოგონა, ითამაშებს წლის ბოლოს შემაჯამებელ ტურნირში.

  15.  შემაჯამებელ ტურნირში პირველი ეტაპის შემდეგ ჯგუფებში 1-2 ადგილზე გასული სპორტსმენები გადავლენ მეოთხედფინალებში და პლეი-ოფის სიტემით გამოავლენენ გამარჯვებულებს. 

  16. შესარჩევი და შემაჯამებელი ტურნირის პრიზიორები მიიღებენ  ფულად ჯილდოს.

  17. შეჯიბრზე არ დაიშვებიან მონაწილეები სპორტული ფორმის გარეშე.

მუხლი 5. ტურნირების ჩატარების ხარჯები.

ტურნირების ჩატარების ხარჯები   (მოედნის იჯარა, სარეკლამო და საინფორმაციო ბანერები, მსაჯების ანაზღაურება, საპრიზოები) დაიფარება ფედერაციის თანხებით.

  მუხლი 6. გრანდ-სლემის  ტურნირების ჩატარებაზე პასუხისმგებლები საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია და მაგიდის ჩოგბურთის ლიგების გაერთიანება.  

 დებულება დამტკიცებულია საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის აღმასკომის მიერ 2023 წლს.

 

bottom of page