top of page

საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია

 

საქართველოს ეროვნული ლიგა მაგიდის ჩოგბურთში ერთეულთა შორის

 

დებულება

 

 

თბილისი

 

2023 წელი

 

 

მუხლი 1. მიზნები და ამოცანები

მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ეროვნული ლიგა წარმოადგენს ტურნირების ერთობლიობას, რომელთა  ჩატარების მიზანია პირველობაში მონაწილე სპორტსმენებისათვის კონკურენტული გარემოს  შექმნით სპორტული ფორმის ამაღლება,   გამარჯვებულების განსაზღვრა,   ქვეყნის  სხვადასხვა ნაკრებებისათვის ახალი პერსპექტიული კანდიდატების  გამოვლენა, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, მეტი ახალი მონაწილის მოზიდვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

 

მუხლი 2. საქართველოს ეროვნულ ლიგას ატარებს საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია.

მუხლი 3. მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ეროვნული ლიგა  ტარდება ერთეულთა შორის შემდეგ კატეგორიებში:     

       შერეული ლიგები: სუპერლიგა, ედვენს-ლიგა, მედიუმ-ლიგა, სტარტინგ -ლიგა, მოყვარულთა ლიგა;

        ქალთა ლიგები: უმაღლესი ლიგა, მოყვარულთა ლიგა.   

                                    

მუხლი 4.  გათამაშების ჩატარების დრო და ადგილი

ტურნირები ტარდება წინასწარ გამოცხადებულ დროში. ჩატარების ადგილებია: სპორტკომპლექსი არენა, სპორტკომპლექსი განთიადი,  მაგიდის ჩოგბურთის დარბაზი ილიას ბაღში, პარასპორტის განვითარების ცენტრი.

მუხლი 5.  გათამაშების ჩატარების სისტემა და პირობები:

 

სუპერლიგა

1.    მონაწილეობა ხდება მხოლოდ მიწვევით. მიწვევას იღებენ მხოლოდ   აღნიშნული ლიგის სპორტსმენები.

2.    ორგანიზატორებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულებით ე.წ. ვაილდ-ქარდით ჩაამატონ  რამდენიმე მონაწილე, თუკი ცხრილში რჩება თავისუფალი ადგილები.

3.    ტურნირის ჩატარების წინასწარ გამოცხადებულ დღეს: რეგისტრაცია 10:30 დან,  ტურნირის დასაწყისი 11:00.   სარეგისტრაციო გადასახადი: 16 წლის ჩათვლით მოზარდების,  ქალების და ეროვნული ნაკრების წევრებისათვის  5- ლარი, დანარჩენებისათვის - 10 ლარი.

4.    პირველ ეტაპზე მონაწილეეები  იყოფიან 5-6 კაციან ჯგუფად, თამაშები მიმდინარეობს  წრიული სისტემით.  ჯგუფების შევსება ხდება მონაწილეთა რეიტინგის კლების მიხედვით ზიგზაგისებრად. 

5.    თამაშები მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი თანმიმდევრობით.

6.    თამაში გრძელდება რომელიმე მონაწილის მიერ 2 ან 3 პარტიის მოგებამდე.

7.    ჯგუფში ადგილების დაკავება ხდება  მეტი მოპოვებული ქულის მიხედვით,  1 გამარჯვება = 1 ქულას.  

8.  ორი მონაწილის მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება     პირად შეხვედრას.

9.  თუ თანაბარი ქულები ორზე მეტ მონაწილეს ექნება:

9.1.  უპირატესობა მიენიჭება პარტიების  თანაფარდობით ამ მონაწილეებს შორის შეხვედრებით, ამასთან მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ სხვაობას (4:6 = 5:7); 

9.2   თუ აქ ერთნაირი თანაფარდობაა, მაშინ უპირატესობა მიეცემა უფრო მაღალი რეიტინგის მქონეს.

10.  ჯგუფური  ეტაპის დასრულების შემდეგ ნაჩვენები  შედეგების მიხედვით 16 საუკეთესო აგრძელებს ასპარეზობას მერვედფინალებიდან პლეი-ოფის სისტემით.  

11.  თუ შემდგომ ეტაპზე გასვლის კანდიდატებს ჯგუფში ერთნაირი ადგილი აქვთ დაკავებული და ყველა ვერ გადის, გამსვლელები  აირჩევიან იგივე კრიტერიუმებით, რაც ჯგუფებშია მიღებული (ქულები, პარტიების თანაფარდობა, რეიტინგი).

12.  მერვედფინალში მეტოქეებს განსაზღვრავს წინასწარ შედგენილი ცხრილი.  ამასთან  არიდებული უნდა იქნეს ერთი ჯგუფის მონაწილეთა ერთმანეთთან შეხვედრა.

13.  ტურნირის ოფიციალური ბურთია - Butterfly   ITTF Approved three star ball A40+.

14.  ყოველი ტურნირის  შემდეგ ბოლო 3 რეიტინგის მქონე მონაწილეები ადგილებს გაუცვლიან  3 საუკეთესო  მონაწილეს ედვენს-ლიგიდან.  

15.  შეჯიბრზე არ დაიშვებიან მონაწილეები სპორტული ფორმის გარეშე.

ედვენს-ლიგა, მედიუმ-ლიგა, სტარტინგ-ლიგა, ქალთა უმაღლესი ლიგა.

1.   მონაწილეობა ხდება მხოლოდ მიწვევით. მიწვევას იღებს  მხოლოდ აღნიშნული ლიგის სპორტსმენები.

2.    ორგანიზატორებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულებით ე.წ. ვაილდ-ქარდით ჩაამატონ  მონაწილეები,  თუკი ცხრილში რჩება თავისუფალი ადგილები.

3.    ტურნირის ჩატარების დღეს: რეგისტრაცია 10:30 დან,  ტურნირის დასაწყისი 11:00. სარეგისტრაციო გადასახადი: 16 წლის ჩათვლით მოზარდების,  ქალების და ეროვნული ნაკრების წევრებისათვის  5- ლარი, დანარჩენებისათვის - 10 ლარი.

4.    პირველ ეტაპზე მონაწილეეები  იყოფიან 5-6 კაციან ჯგუფად, თამაშები მიმდინარეობს  წრიული სისტემით.   ჯგუფების შევსება ხდება მონაწილეთა რეიტინგის კლების მიხედვით ზიგზაგისებრად.

6.    თამაშები მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი თანმიმდევრობით

7.    ჯგუფებში თამაში გრძელდება რომელიმე მონაწილის მიერ 2 პარტიის მოგებამდე.

8.    ჯგუფში ადგილების დაკავება ხდება  მეტი მოპოვებული ქულის მიხედვით,  1 გამარჯვება = 1 ქულას.  

9. ორი მონაწილის მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება     პირად შეხვედრას.

10. თუ თანაბარი ქულები ორზე მეტ მონაწილეს ექნება:

10.1. უპირატესობა მიენიჭება პარტიების  თანაფარდობით ამ მონაწილეებს შორის შეხვედრებით, ამასთან მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ სხვაობას (4:6 = 5:7); 

10.2 თუ აქ ერთნაირი თანაფარდობაა, მაშინ უპირატესობა მიეცემა უფრო მაღალი რეიტინგის მქონეს.

11.  ჯგუფური  ეტაპის დასრულების შემდეგ ნაჩვენები  შედეგების მიხედვით 16 საუკეთესო აგრძელებს ასპარეზობას მერვედფინალებიდან, პლეი-ოფის სიტემით.  

13.  თუ შემდგომ ეტაპზე გასვლის კანდიდატებს ჯგუფში ერთნაირი ადგილი აქვთ დაკავებული და ყველა ვერ გადის, გამსვლელები  აირჩევიან იგივე კრიტერიუმებით, რაც ჯგუფებშია მიღებული (ქულები, პარტიების თანაფარდობა, რეიტინგი).

14.  მერვედფინალში მეტოქეებს განსაზღვრავს წინასწარ შედგენილი ცხრილი. ამასთან  არიდებული უნდა იქნეს ერთი ჯგუფის მონაწილეთა ერთმანეთთან შეხვედრა.

15. მერვედფინალებიდან დაწყებული შემდგომ ეტაპებზე თამაში გრძელდება სამ მოგებამდე.

16. ტურნირის ოფიციალური ბურთია: Butterfly   G40+ (შავი ემბლემით). 

17.  ყოველი ტურნირის  შემდეგ საუკეთესო 3 რეიტინგის მქონე მონაწილე ადგილებს გაუცვლის ბოლო სამ მონაწილეს ზედა ლიგიდან, ხოლო ბოლო 3 რეიტინგის მქონე მონაწილე 3 საუკეთესო  მონაწილეს ქვედა ლიგიდან.  

18. შეჯიბრზე არ დაიშვებიან მონაწილეები სპორტული ფორმის გარეშე.

მოყვარულთა - ლიგები

1.   მოყვარულთა ლიგაში ჩაწერა შეუძლია ნებისმიერ მსურველს..

2.    ტურნირის ჩატარების დღეს: რეგისტრაცია 10:30 დან,  ტურნირის დასაწყისი 11:00. სარეგისტრაციო გადასახადი: 16 წლის ჩათვლით მოზარდების და  ქალებისთვის    5- ლარი, დანარჩენებისათვის - 10 ლარი.

3.    პირველ ეტაპზე მონაწილეეები  იყოფიან 4-5 კაციან ჯგუფებად.  

 4.   ჯგუფების შევსება ხდება  ჩაწერის რიგის მიხედვით.

5.    ჯგუფებში თამაშები მიმდინარეობს  წრიული სისტემით.

6.    თამაშები მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი თანმიმდევრობით.

7.    ჯგუფებში თამაში გრძელდება რომელიმე მონაწილის მიერ 2 პარტიის მოგებამდე.

8.    ჯგუფში ადგილების დაკავება ხდება  მეტი მოპოვებული ქულის მიხედვით,  1 გამარჯვება = 1 ქულას, ამასთან თუ ჯგუფები არ შეივსება, ბოლო არმოსულ მონაწილესთან დანარჩენებს ჩაეთვლებათ მოგება 2:0.

9.    ორი მონაწილის მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება     პირად შეხვედრას.

10. თუ თანაბარი ქულები ორზე მეტ მონაწილეს ექნება:

10.1.              უპირატესობა მიენიჭება პარტიების  თანაფარდობით ამ მონაწილეებს შორის შეხვედრებით, ამასთან მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ სხვაობას (4:6 = 5:7); 

10.2.               თუ ყველა  მონაწილეს ერთნაირი ბალანსი აქვს, მაშინ უპირატესობა მიეცემა უფრო მაღალი რეიტინგის მქონეს.

18.   ჯგუფური  ეტაპის დასრულების შემდეგ ნაჩვენები  შედეგების მიხედვით 8 საუკეთესო მონაწილე კენჭისყრით განაწილდება წყვილებად და აირჩევს 4 (ქალთა ლიგაში 3)  გამარჯვებულს , რომლებიც მიიღებენ უმაღლესი ლიგის საგზურებს. 

11.  მეორე ეტაპზე  თამაში გრძელდება სამ მოგებამდე.  

12.  ტურნირის ოფიციალური ბურთია: Joola. თუ მოთამაშეებს ეს ბურთი  არა აქვთ, მაშინ ის შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი სხვა ბურთით ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

 

დებულება დამტკიცებულია საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის  მიერ 2023 წს.

 

bottom of page